საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქ. ხერსონის გათავისუფლების 71-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი

2015 წლის 13 მარტს ქ. ოდესაში საქართველოს კონსული ბატონი მანუჩარ წოწონავა, ქ. ხერსონის მერის ბატონი ვლადიმერ მიკოლაენკოს მიწვევით დაესწრო კონცერტს, რომელიც მიეძღვნა ქალაქის ფაშისტი დამპყრობლებისგან გათავისუფლების 71-ე წლისთავს.ღონისძიების დაწყებამდე, გაიმართა შეხვედრა სადაც ქ. ხერსონის მერმა და ქ. ოდესაში საქართველოს კონსულმა განიხილეს უკრაინაში, მათ შორის ხერსონში მიმდინარე მოვლენები. ქ. ხერსონის ფაშისტი დამპყრობლებისგან გათავისუფლების 71-ე წლისთავისადმი მიძღვნილ კონცერტს ქალაქის მერიასთან ერთად ორგანიზებას უწევდა ხერსონის ქართული დიასპორა „ილორის“ ხელმძღვანელი ქალბატონი ელიკო მარკელია. ცერემონიის საზეიმო გახსნაში ქალაქის მერთან ბატონ ვლადიმერ მიკოლაენკოსთან ერთად მონაწილეობა მიიღო ქ. ოდესაში საქართველოს კონსულმა ბატონმა მანუჩარ წოწონავამ.ბატონმა კონსულმა მიულოცა ვეტერანებს ეს ღირსშესანიშნავი თარიღი, უსურვა ჯანმრთელობა და მშვიდობა. სიტყვით გამოსვლისას ბ-მა მ. წოწონავამ გაიხსენა ის ქართველი მებრძოლები, რომლებიც 1944 წელს მონაწილეობას იღებდნენ ქ. ხერსონის გათავისუფლების ოპერაციაში. დასასრულს ბატონმა კონსულმა ხაზი გაუსვა იმ მხარდაჭერას რასაც ქართული საზოგადოება გამოხატავს უკრაინელი ხალხის მიმართ, უკრაინისთვის ამ რთულ დროს; დამსწრე საზოგადოებას უსურვა არსებული მდგომარეობის უახლოეს მომავალში მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა, უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიალური მთლიანობის პრინციპების გათვალისწინებით, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.ღონისძიება ქალაქის ყველაზე დიდ 1600 კაციან საკონცერტო დარბაზ „იუბილეინი“-ში სრული ანშლაგით წარიმართა. საკონცერტო პროგრამაში მონაწილეობას იღებდა უკრაინის ქართული ცეკვების ნაციონალური ანსამბლი „საქართველო“ ბატონი აკაკი იაკობიშვილის ხელმძღვანელობით. На запрошення Херсонського міського голови пана Володимира Миколаєнка, 13 березня 2015 року Консул Грузії у м. Одеса пан Манучар Цоцонава відвідав м. Херсон і взяв участь у концерті "У пам'яті людській", присвяченому 71-й річниці визволення міста Херсона від фашистських загарбників.Перед концертом відбулась зустріч пана Манучара Цоцонава з Херсонським міським головою паном Володимиром Миколаєнко у будівлі Херсонської міської ради, під час якої вони обговорили ситуацію в Україні та в Херсоні, зокрема.Після цього пан Манучар Цоцонава разом із Мером паном Володимиром Миколаєнко взяв участь у церемонії відкриття концерту, присвяченого 71-й річниці визволення міста Херсона від фашистських загарбників, співорганізатором якого виступила голова Грузинської діаспори Херсона "Ілорі", депутат Херсонської міської ради пані Еліко Маркелія.У своєму виступі пан Манучар Цоцонава привітав усіх ветеранів, побажав усім міцного здоров'я та мирного неба над головою, згадав імена грузин, які брали участь у визволенні Херсона у 1944 році, а також підкреслив підтримку Грузією України і висловив надію на якнайшвидше врегулювання ситуації в країні шляхом мирних переговорів на принципах поваги незалежності, суверенітету і територіальної цілісності України в рамках її міжнародно визнаних кордонів.У програмі концерту, який пройшов з аншлагом у кіноконцертному залі "Ювілейний" місткістю 1600 осіб, також брав участь Народний колектив України ансамбль грузинського танцю "Сакартвело" під керівництвом пана Акакія Якобішвілі.

odessa/xersoni_1.jpgodessa/xersoni_2.jpgodessa/xersoni_3.jpgodessa/xersoni_5.jpgodessa/xersoni_6.jpgodessa/xersoni_7.jpg