საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქალაქ ოდესასა და ქალაქ ბათუმს შორის პარტნიორული ურთიერთობების დამყარების შესახებ

odessa/logo_1.jpg

ქალაქ ოდესასა და ქალაქ ბათუმს შორის პარტნიორული ურთიერთობების დამყარების შესახებ ხელშეკრულების დადების მომზადებასთან დაკავშირებით 2015 წლის 25 თებერვალს, ქ. ოდესაში საქართველოს კონსულმა ბატონმა მანუჩარ წოწონავამ, ოდესის საქალაქო საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის ქალბატონი სვეტლანა ბოევას მიწვევით, მონაწილეობა მიიღო ოდესის საქალაქო საბჭოს XXVIII სესიაში. სესიის სხდომაზე ბატონ მანუჩარ წოწონავას თან ახლდნენ ოდესის ქართული ნაციონალურ-კულტურული საზოგადოება „საქართველოს“ თავმჯდომარე ბატონი აკაკი იაკობიშვილი და საკონსულოს რეფერენტი ქალბატონი სოფია ჩეკალი.სესიის დღის წესრიგში 1.3 პუნქტად შეტანილი იყო საკითხი - „ხელშეკრულების დადების თაობაზე ქ. ოდესასა და ქ. ბათუმს შორის პარტნიორული ურთიერთობების დამყარების შესახებ“. საკითხის კენჭისყრაზე დაყენების წინ ქალაქის მერმა ბატონმა გენადი ტრუხანოვმა მანუჩარ წოწონავა წარუდგინა ოდესის საქალაქო საბჭოს დეპუტატებს და აღნიშნა, რომ დღეს ოდესის საქალაქო საბჭოს მიერ პირველად ხორციელდება ქალაქებს შორის დაძმობილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცედურა, რომელიც გათვალისწინებულია 2011 წელს მიღებული ქალაქ ოდესის წესდების 37-ე მუხლით.კენჭისყრის შედეგად გადაწყვეტილება „ხელშეკრულების დადების თაობაზე ქ. ოდესასა და ქ. ბათუმს შორის პარტნიორული ურთიერთობების დამყარების შესახებ“ მიღებულ იქნა ერთხმად (მომხრე 83 დეპუტატი, თავი შეიკავა - 0 წინააღმდეგი - 0).დასასრულს ქალაქის მერმა ბატონმა გენადი ტრუხანოვმა განაცხადა, რომ ოდესის საქალაქო საბჭოს დელეგაცია მოხარული იქნება ეწვიოს ქ. ბათუმს ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მიზნით. ბატონმა მერმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინული მხარე დაინტერესებულია გაეცნოს ქალაქ ბათუმის ეკონომიკურ და საინვესტიციო პოტენციალს, ქალაქის ინფრასტრუქტურას და საქართველოში სხვადასხვა სფეროში გატარებულ რეფორმებს, შემდგომში ამ უკანასკნელის გაზიარების მიზნით.

У зв'язку з підготовкою до укладення Договору про встановлення партнерських відносин між містами Одеса та Батумі, 25 лютого 2015 року Консул-керівник Консульства Грузії у м. Одеса пан Манучар Цоцонава, на запрошення директора Департаменту міжнародних зв'язків Одеської міської ради пані Світлани Боєвої, взяв участь у XXVIII сесії Одеської міської ради. На засіданні сесії пана Манучара Цоцонава супроводжували голова Одеського Грузинського національно-культурного товариства "Сакартвело" пан Акакій Якобішвілі та співробітник Консульства Грузії пані Софія Чекал. До порядку денного сесії п. 1.3 був включений проект рішення "Про укладення Договору про встановлення партнерських відносин між містами Одеса та Батумі".Перед проведенням голосування за дане рішення Одеський міський голова пан Геннадій Труханов представив пана Манучара Цоцонава депутатам Одеської міської ради та підкреслив, що сьогодні вперше відбувається процедура прийняття рішення про споріднення міст Одеською міською радою, що передбачено ст. 37 Статуту міста Одеси, прийнятого у 2011 році.У результаті голосування рішення "Про укладення Договору про встановлення партнерських відносин між містами Одеса та Батумі" було прийнято (за проголосувало 83 депутати Одеської міської ради, проти - 0, утримались - 0).На завершення Одеський міський голова пан Геннадій Труханов заявив, що делегація Одеської міської ради буде рада відвідати м. Батумі з метою підписання Договору, а також ознайомлення з економічним, інвестиційним потенціалом та інфраструктурою міста і досвідом проведення грузинських реформ.