საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქ. ოდესაში ქართული ენის დღე აღინიშნა

2015 წლის 17 აპრილს საქართველოს კონსულმა ბატონმა მანუჩარ წოწონავამ მონაწილეობა მიიღო ოდესაში გამართულ ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში, რომლის ორგანიზება გააკეთა საქართველოს საოლქო კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრმა „ივერიამ“ საქართველოს საკონსულოს მხარდაჭერით.საქართველოს დიასპორამ, ღონისძიების ფარგლებში, ოდესაში აღნიშნა ქართული ენის დღე, რომელიც ყოველწლიურად ტარდება 14 აპრილს საქართველოში, 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად, როდესაც ქართველმა ხალხმა მოახერხა დაეცვა მშობლიური ენის სახელმწიფო სტატუსი.საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მოიწვიეს კიევის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი ალექსანდრე მუშკუდიანი, რომელმაც გააკეთა მოხსენება თემაზე „საქართველო-უკრაინის მხატვრულ-ლიტერატურული ურთიერთობები“.ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ოდესის საოლქო საბჭოს თავმჯდომარემ ბატონმა მიხეილ შმუშკოვიჩმა, საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის და საქალაქო საბჭოს ხელმძღვანელებმა, ოდესაში აკრედიტებულმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და სხვა სტუმრებმა.დამსწრეებს ვიდეოჩართვით მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში ბატონმა გელა დუმბაძემ.გამოსვლისას ბატონმა მანუჩარ წოწონავამ ბატონ ალექსანდრე მუშკუდიანს გადასცა საქართველოს საკონსულოს საპატიო სიგელი იმ მნიშვნელოვანი პირადი წვლილისთვის, რომელიც მან შეიტანა ქართველი და უკრაინელი ხალხების მეგობრობის განმტკიცებისა და საქართველოსა და უკრაინის კულტურული, ჰუმანიტარული და სამეცნიერო კავშირების განვითარების საქმეში. საპატიო სიგელები გადაეცათ, აგრეთვე, წიგნის „ქართველები ოდესაში: ისტორია და თანამედროვეობა“ ავტორს, ი. ი. მეჩნიკოვის სახელობის ოდესის ნაციონალური უნივერსიტეტის უკრაინის ისტორიის კათედრის დოცენტს ბატონ ალექსანდრე მუზიჩკოს და საქართველოს საკვირაო სკოლა „ანა-ბანას“ მსმენელს ქალბატონ ლილია გრიჩულევიჩს, მათი მნიშვნელოვანი პირადი წვლილისთვის საქართველო-უკრაინის კულტურული და სამეცნიერო კავშირების განვითარების საქმეში და საქართველოს დიასპორასა და ოდესაში საქართველოს საკონსულოს შორის აქტიური თანამშრომლობისთვის.17 квітня 2015 року Консул Грузії пан Манучар Цоцонава взяв участь у святкуванні Дня грузинської мови в Одесі, організатором якого був Грузинський обласний культурно-освітній центр "Іверія" за підтримки Консульства Грузії.У рамках заходу Одеська грузинська діаспора відзначала День рідної мови, який в Грузії щорічно проходить 14 квітня у пам'ять подій 1978 року, коли грузинський народ зміг відстояти за своєю рідною мовою статус державної.Спеціальним запрошеним гостем на святкуванні був директор Інституту Сходознавства Київського Міжнародного Університету, доктор філологічних наук, професор, академік Олександр Мушкудіані, який виступив з доповіддю на тему: "Грузинсько-українські літературно-мистецькі взаємини".У заході взяли участь голова Одеської обласної ради пан Михайло Шмушкович, керівники департаментів обласної державної адміністрації та міської ради, представники дипломатичного корпусу, акредитованого в Одесі, та інші гості.З вітальним словом у відеозверненні до присутніх звернувся Державний міністр Грузії з питань діаспори пан Гела Думбадзе.Під час свого виступу пан Манучар Цоцонава вручив Почесну грамоту Консульства Грузії в Одесі за вагомий особистий внесок у зміцнення дружби між грузинським та українським народами, розвиток культурних, гуманітарних і наукових зв'язків між Грузією та Україною пану Олександру Мушкудіані, а також Почесні грамоти за вагомий особистий внесок у розвиток грузинсько-українських культурних і наукових зв'язків та активне співробітництво з грузинською діаспорою і Консульством Грузії у м. Одеса автору книги "Грузини в Одесі: історія та сучасність", доценту кафедри історії України Одеського національного університету імені І.І. Мечниковапану Олександру Музичко та слухачці грузинської недільної школи "Ана-Бана" пані Лілії Гричулевич.