ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ქართული საკვირაო სკოლა "ანა-ბანა"-ს სასწლაო წლის გახსნა

2015 წლის 12 სექტემბერს საქართველოს კონსულმა ბატონმა მანუჩარ წოწონავამ მონაწილეობა მიიღო ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი „ივერია“-ს საკვირაო სკოლა “ანა-ბანა”-ს საზეიმო ღონისძიებაში, რომელიც მიეძღვნა ახალი სასკოლო წლის დაწყებას.ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ოდესის საოლქო ადმინისტრაციის კულტურისა და ტურიზმის, ეროვნებათა და რელიგიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ქალბატონმა ნადეჟდა იაშანმა, კომპანია „შაბო“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ბატონმა გიორგი მშვიდობაძემ,საზოგადოებრივი გაერთიანება „ინტელექტუალური ფორუმი“-ს ხელმძღვანელმა ქალბატონმა ლარისა კაზლოვსკამ, ი. ი. მეჩნიკოვის სახელობის ოდესის ნაციონალური უნივერსიტეტის უკრაინის ისტორიის კათედრის დოცენტმა ბატონ ალექსანდრე მუზიჩკომ და სხვებმა. დამსწრეებს ვიდეოჩართვით მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში ბატონმა გელა დუმბაძემ. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ქ. ოდესაში საქართველოს კონსულმა ბატონმა მანუჩარ წოწონავამ, ცენტრ „ივერია“-ს ხელმძღვანელმა ქალბატონმა შორენა გეგეშიძემ და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა. ღონისძიების ფარგლებში „ანა-ბანა“-ს მსმენელები სხვადასხვა მხატვრული ნომერით წარდგნენ სტუმრების წინაშე; გაიმართა ქართული საკვირაო სკოლა „ანა-ბანას“ 2014/2015 სასწავლო წლების ღონისძიებათა პრეზენტაცია; დაჯილდოვდნენ კონკურს „ჩემი არაჩვეულებრივი საქართველოს“ გამარჯვებულები, რომელიც გაიმართა ქ. ოდესაში საქართველოს საკონსულოს მხარდაჭერით. ასევე დაჯილდოვდნენ ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი „ივერია“-სა და უკრაინულ-ქართული საქველმოქმედო ფესტივალის „ორი გული-ერთი სული“-ს სპონსორები.

12 вересня 2015 року Консул Грузії в Одесі пан Манучар Цоцонава взяв участь у заході з нагоди відкриття навчального року в грузинській недільній школі "Ана-Бана" при Грузинському обласному культурно-освітньому центрі "Іверія".Серед гостей заходу також були заступник начальника управління культури і туризму, національностей та релігій Одеської облдержадміністрації пані Надія Яшан, виконавчий директор ТОВ "ПТК Шабо" пан Георгій Мшвідобадзе, керівник громадської організації "Інтелектуальний форум" пані Лариса Козловська, доцент кафедри історії України Одеського національного університету ім. І.І. Мечникова пан Олександр Музичко та інші.З вітальним словом у відеозверненні до присутніх звернувся Державний міністр Грузії з питань діаспори пан Гела Думбадзе.Програма заходу складалася з виступів Консула пана Манучара Цоцонава, керівника Центру "Іверія" пані Шорени Гегешидзе та інших гостей, творчих виступів учнів грузинської недільної школи, презентації заходів школи "Ана-Бана" за 2014/2015 навчальний рік, нагородження переможців конкурсу "Моя незвичайна Грузія", який відбувся у минулому навчальному році за ініціативи недільної грузинської школи "Ана-Бана" за підтримки Консульства Грузії у м. Одеса, та нагородження спонсорів Грузинського культурно-освітнього центру "Іверія" і Україно-грузинського благодійного фестивалю "Два серця - одна душа".

odessa/sho_1.jpgodessa/sho_2.jpgodessa/sho_3.jpgodessa/sho_4.jpgodessa/sho_5.jpgodessa/sho_6.jpgodessa/sho_7.jpgodessa/sho_8.jpgodessa/sho_9.jpgodessa/sho_10.jpgodessa/sho__12.jpg

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ