2015 წლის 5 აპრილს ოდესის ოლქის ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის „ივერიას“ საკვირაო სკოლას „ანა-ბანას“ ესტუმრა ქ. ოდესაში საქართველოს კონსული ბატონი მანუჩარ წოწონავა და დაესწრო 9 აპრილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას. ღონისძიების ფარგლებში საკვირაო სკოლაში ასევე, აღინიშნა უკრაინელი პოეტის ტარას შევჩენკოს დაბადების დღე. ქართული დიასპორის წევრებმა, საკვირაო სკოლის მსმენელებმა, მოწვეულმა სტუმრებმა გაიხსენებს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები, ხაზი გაესვა საქართველოსა და უკრაინის მეგობრულ ურთიერთობებს, ამ ორი მეგობარი ქვეყნის ხალხების ბრძოლას სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის; ტარას შევჩენკოს შემოქმედება მიმოიხილეს საკვირაო სკოლის მსმენელებმა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ქ. ოდესაში საქართველოს კონსულმა ბ-ნ მანუჩარ წოწონავამ, ქართული ნაციონალურ-კულტურული საზოგადოება „საქართველოს“ ხელმძღვანელმა ბ-ნ აკაკი იაკობიშვილმა, ოდესის ოლქის გუბერნატორის ადმინისტრაციის კულტურისა და ტურიზმის სამმართველოს უფროსის მოადგილემ ქ-ნ ნადეჟდა იაშანმა და საზოგადოებრივი მოძრაობა „ინტელექტუალური ფორუმის“ ხელმძღვანელმა ქ-ნ ლარისა კაზლოვსკაიამ. ღონისძიების დასასრულს საკვირაო სკოლა ანა-ბანას მსმენელებმა წაიკითხეს ქართველი და უკრაინელი პოეტების ლექსები, ასევე ორ ენაზე შესრულდა სიმღერები. ბ-ნ კონსულმა სამახსოვრო საჩუქრები გადასცა საკვირაო სკოლის მოსწავლეებს.5 квітня 2015 року Консул Грузії в Одесі пан Манучар Цоцонава відвідав Грузинську недільну школу "Ана-Бана" при Грузинському обласному культурно-освітньому центрі "Іверія" і взяв участь у заході школи, приуроченому до 9 квітня - Дня національної єдності, громадянської злагоди і пам'яті загиблих за Грузію та річниці дня народження українського поета Тараса Шевченка.Представники грузинської діаспори, учні недільної школи "Ана-Бана", а також гості заходу згадували трагічні події 9 квітня 1989 року в Тбілісі, говорили про грузинсько-українську дружбу та боротьбу наших країн за свою незалежність, про творчість Тараса Шевченка.Програма заходу складалася з виступів Консула та інших гостей, серед яких були голова Одеського грузинського національно-культурного товариства "Сакартвело" пан Акакій Якобішвілі, заступник начальника управління культури і туризму, національностей та релігій Одеської облдержадміністрації пані Надія Яшан, керівник громадської організації "Інтелектуальний форум" пані Лариса Козловська, а також творчих виступів учнів і слухачів грузинської недільної школи.Наприкінці заходу Консул Грузії пан Манучар Цоцонава передав сувеніри для учнів школи "Ана-Бана".











